სიქთარვის სკოლის ამჟამინდელი სასწავლო ფართის-საკრებულოს შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერის შედეგები 8 იანვარს გახდება ცნობილი
03-01-2018
სიქთარვის სკოლა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს დამდეგ შობასა და ახალ, 2018 წელს კიდევ ერთხელ ულოცავს.

ახალი წლის დადგომასთან ერთად სკოლის ადმინისტრაცია პედკოლექტივისთვის, მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის სასიამოვნო სიახლის ცნობით იწყებს.

სკოლის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულების სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია და გამარჯვებული სამშენებლო კომპანიის ვინაობა 8 იანვარს გახდება ცნობილი.უკვე თვეებია რაც ბავშვებისთვის შენობის არქონის გამო, სასწავლო პროცესი თერჯოლის საკრებულოს შენობაში მიმდინარეობს.

ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებს შემდეგ, კომპანია სარემონტო სამუშაოებს 40 დღის განმავლობაში განახორციელებს. სამუშაოების ჩატარება სასწავლო პროცესის პარალელურად ჩატარდება. 

პარალელურად მიმდინარეობს და ძველი სკოლის დემონტაჟის პროცედურები. სკოლის ადმინისტრაცია იმედის თვალით უყურებს სასწავლო დაწესებულების აღდგენის და სწავლის შესაბამის პირობებში გაგრძელების პროცესს.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203