ბათუმის N17 საჯარო სკოლაში 2017 წელი საახალწლო კარნავალით გააცილეს. საახალწლო ღონისძიება პედაგოგების ეკატერინე შერვაშიძისა და ზეინაბ ორაგველიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მონაწილეობას პირველკლასელი მოსწავლეები იღებდნენ.
საახალწლო ზეიმი მუსიკალური ნომრებით იყო დატვირთული. სპეციალურ კოსტიუმებში გამოწყობილი პატარები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა საცეკვაო ნომრით წარსდგნენ. იყო მხატვრულად კითხვა და საინტერესო დადგმები.
ზეიმის მონაწილეებმა პედაგოგებს, მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას ბედნიერი ახალი წელი, ხვავი და ბარაქა უსურვეს.
იხილეთ ფოტოები