აქტივობებით დატვირთული „თავისუფალი გაკვეთილები“ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში - პროექტმა მოსწავლეებში დიდი დაინტერესება გამოიწვია
05-01-2018
პროექტი „თავისუფალი გაკვეთილები“ ქვედა სიმონეთის  N2  საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა და მისი ოთხივე მიმართულება აქტიურად ამოქმედდა. „თავისუფალი გაკვეთილები“  მიმდინარე 2017-2018 სასწავლო წელსაც გრძელდება.  

მიმართულება „მკითხველთა კლუბი“ მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ნაკითხობის გაუმჯობესებას, მხატვრული ლიტერატურით დაინტერესებას, მსჯელობის, კრიტიკისა და თვითკრიტიკის, შემოქმედებითი და სხვა უნარების შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. 

ამ მიმართულების ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ  ნ.დუმბაძის მოთხრობას „კუკარაჩა“. ტექსტზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიის  გამოყენებით ნათელი და მისაწვდომი გახდა მწერლის გმირთა  სამყარო, რამაც ბავშვები შთამბეჭდავად  აზიარა  მარადიულ ღირებულებებს: მეგობრობას, პატრიოტისმს, სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა ურთიერთპატივისემას, ტოლერანტობას, პიროვნების თავისუფლებას, შემრიგებლობას ცხოვრების მანკიერებისადმი, პასუხისმგებლობის გრძნობისადმი ერთგულების და, რაც მთავარია, სიყვარულის ნიჭის დაფასებას.

„ღიმილის უკვდავება“ ასე დაერქვა ექსკურსია- გაკვეთილს თბილისში, მთაწმინდის პანთეონსა და „მზიურში“, რომელიც მიმართულება „კულტურა , დრო, ხელოვნების“ ფარგლებში ჩატარდა.ბავშვებმა თავისებური „შეფასება“ მისცეს ნაწარმოებისა და კინოეკრანული სახეების ურთიერთმიმართებას. თავიანთ წერილებსა და ნახატებში, ასევე “სცენურ სახეებში” გააცოცხლეს საყვარელი მწერლის მხატვრული სამყარო. (ხელ-ლი ც. ჭელიძე) 

ქვემიმართულება „თეატრი სკოლაში“ - თოჯინების თეატრი, მოზარდებში თეატრალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა მეცხრე კლასის მოსწავლე, ცისა ჭუმბურიძის მიერ დაწერილი ზღაპრის “ტყის საძმო” ინსცენირება მოაწყვეს. მათ თავად იზრუნეს თოჯინების შექმნაზე, გაახმოვანეს და მუსიკალურადაც გააფორმეს წარმოდგენა (ხელ-ლი ფ. კლდიაშვილი).  

კიდევ ერთი აქტივობა რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა - მოსწავლეთა ინტელექტის ამაღლების მიზნით საინტერესო აღმოჩნდა შოკოლადის ისტორიის შესწავლა. ბავშვებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია, თვითონაც შეეცადნენ შოკოლადის მომზადებას და დააგემოვნეს კიდეც. ეწვივნენ შოკოლადის ქარხანას (ხელ-ლი ლ.ტომარაძე)

მოსწავლეთა საყოველთაო ინტერესი გამოიწვია ასევე მიმართულება „სპორტმა“. ფრენბურთის პოპულარიზაციის მიზნით სკოლაში მრავალგვარი გაკვეთილი ჩატარდა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას, სხარტი აზროვნების შემდგომ ფორმირებას, ფსიქოლოგიური განწყობის დონისამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის მომზადებას (ხელ-ლი ზ. ლიკლიკაძე)

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203