ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხიარულად გააცილეს 2017 წელი და ახალი 2018 წლის შესახვედრად სასიამოვნო ღონისძიება მოაწყვეს.
მხიარული განწყობის შესაქმნელად ისინი ერთმანეთს საუკეთესო ლექსის თქმაში, სიმღერაში, ცეკვა-თამაშსა და ზღაპრის გმირების „გაცოცხლებაში“ეჯიბრებოდნენ.
ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო და მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი ოვაციებით აჯილდოებდნენ „პატარა მსახიობებს“ და მათ გმირებს, რომლებიც სცენაზე გაახმოვანეს.
იხილეთ ფოტოები