ორბელის საჯარო სკოლის საახალწლო ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო
05-01-2018
ორბელის საჯარო სკოლაში 2018 წელს საახალწლო ღონისძიებით შეხვდნენ. ღონისძიებაში მთელი სკოლა აქტიურად ჩაერთო. 

პატარებს სანტამ და თოვლის ფიფქიამ სიუპრიზი მოუწყო. ისინი ღონისძიების დროს მოულოდნელად გამოჩნდნენ. 

მე-11 კლასელებმა კი პროექტი სეკრეტ სანტა განახორციელეს და მოსწავლეებმა ერთმანეთს საჩუქრები გაუკეთეს. ღონისძიების ბოლოს, თოვლის ბაბუამ საჩუქრები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გადასცა. 

ღონისძიების ორგანიზატორმა მაია კვენეტაძეს მადლობა ყველა იმ მოსწავლეს, მშობელს გადაუხადა, ვინც საახალწლო კონცერტში აქტიურად იყო ჩართული. განსაკუთრებული მადლობა თანადგომისთვის და საჩუქრებისთვის სკოლის დირექტორმაც მიიღო.  

ორბელის სკოლა პედკოლექტივს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს კიდევ ერთხელ ულოცავს შობა-ახალ წელს და მათ წარმატებასა და სიკეთეს უსურვებს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203