ფანტაზია და მარჯვე ხელები - ახალციხის N5 სკოლის მოსწავლეებმა ახალი წლის აღსანიშნავად კრეატიული და მრავალფეროვანი ხელნაკეთი ნაძვის ხეები წარმოადგინეს
05-01-2018
ნაძვის ხე – ეს ახალი წლის უცვლელი ტრადიციაა, რომელსაც ახალი წლის დადგომის მოახლოებასთან ერთად მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებული განწყობა მოაქვს. ,,უცნაური ნაძვის ხე"-  ახალციხის №5 საჯარო სკოლაში  ამ სახელწოდების ხელნაკეთი ნაძვის ხეების  გამოფენა მოეწყო. ახალი წლის აღსანიშნავად გამოფენა დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით ჩატარდა, რომელსაც კათედრის ხელმძღვანელი ნინო გელაშვილი უძღვებოდა.

გამოფენაში მონაწილეობა დაწყებითი კლასების თითქმის ყველა მოსწავლემ მიიღო და პატარებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა. გამოფენაზე წარმოდგენილი 500-ზე მეტი ნამუშევრიდან, ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული და ინდივიდუალურად ეფექტური იყო.

ბავშვებმა უბრალო და სრულიად განსხვავებული მასალებისგან, საკუთარი იდეებით სრულიად კრეატიული და საოცრად ზღაპრული ნაძვის ხეები შექმნეს.

გამოფენის მსვლელობისას მოსწავლეებმა ერთმანეთს და დამთვარიელებლებს ემოციები ცეკვა-სიმღერით გაუზიარეს. გამოფენას სკოლის დირექცია ესწრებოდა, რომელმაც მასში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203