ცეკვა ყურძნებით - მესხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელების კრეატივი
30-11-2017
მესხეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მონაწილეობით, საშემოდგომო ზეიმი გაიმართა.

საკლასო ოთახი სავსე იყო შემოდგომის ჭირნახულით, კედლებსა და იატაკს ყვითელ-წითელი ფოთლები ამშვენებდა. სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. აუდოტორიისგან განსაკუთრებული ოვაციები გოგონების მიერ შესრულებულმა ცეკვამ დაიმსახურა - პატარები ყურძნებით ხელში წარსდგნენ მაყურებლების წინაშე და კრეატიული საცეკვაო ნომერი შესთავაზეს დამსწრეებს. 

როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203