პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლების ხელფასების მომატებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის, მასწავლებლის ანაზღაურება გაიზრდება.„მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში 2 200 ლარს გადააჭარბებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი, 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონი ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მილიონ ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა პრემიერმა.
იხილეთ ასევე:
„ჩვენი მასწავლებლებისა და სამინისტროს ძალისხმევით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა გავხდით“ - პრემიერმა სკოლებზე, პროფესიულებსა და უმაღლესებზე ისაუბრა