დაწყებით საფეხურზე ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები–ფატი ბერძენიშვილი, ნინო ბენდელიანი, თამილა ძნელაძე.
თითოეული კლასი საკუთარი ნომრით წარსდგა მაყურებლის წინაშე, წარმოადგინეს თითო ინსცენირება და შეასრულეს სიმღერები,როგორც კლასიკური, ისე ქალაქური რეპერტუარიდან.
საბაზო საფეხურის მოსწავლეების მონაწილეობით, სპეციალურად საახალწლო ღონისძიებისთვის დაიდგა ირაკლი სამსონაძის „ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი“. სპქეტაკლის ხელმძღვანელი მასწავლებელი ნათია ყაჭეიშვილი იყო.
ღონისძიებების დასასრულს, სკოლის დირექტორმა მაია გოგიბერიძემ მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილეს, მიულოცა დამდეგი შობა–ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ.