საათობრივი ბადე საბაზო საფეხურისთვის უკვე ცნობილია და ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს შემდეგი დატვირთვით მოუწევთ სწავლა: VII-VIII-IX კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას კვირაში 5-5 საათი ეთმობა; მათემატიკასაც მოსწავლეები იგივე დატვირთვით ისწავლიან, სამაგიეროდ, ინგლისურ ენას VII კლასსა და VIII კლასის პირველ სემესტრში სამი საათი ეთმობა - მეორე სემესტრიდან IX კლასის ჩათვლით კი - 2-2; ისტორია VII კლასსა VIII კლასის პირველ სემესტრში 2-2- საათი ისწავლება, მერვე კლასის მეორე სემესტრიდან მცხრე კლასის ჩათვლით კი - 3-3 საათი.
მეორე უცხოურ ენას, გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ფიზიკასა და სპორტს, სამივე კლასში 2-2- საათი აქვს დათმობილი;
„მოქალაქეობას“ VII კლასელები ორივე სემესტრში 2-2 საათი სწავლობენ, ხოლო VIII-IX კლასებში - თითო საათი; რაც შეეხება ქიმიას, საგნის სწავლება VIII კლასიდან იწყება და VIII-IX კლასებში 2-2- საათი ეთმობა, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს VII-VIII კლასებში 1-1 საათი, IX კლასში კი არ ისწავლება.
ხელოვნებას და მუსიკას VII კლასში 2-2 საათი ეთმობა, VIII კლასის პირველ სემესტრში, ხელოვნება კვლავ 2 საათია, შემდეგ კი 1 საათი აკლდება, სამაგიეროდ, მუსიკას პირველ სემესტრში ეთმობა 1 საათი და მეორეში ემატება. რაც შეეხება IX კლასს - ხელოვნება I სემესტრში 1 საათი ისწავლება და მომდევნო სემესტრში 2 საათი ეთმობა, მუსიკა კი პირიქით - პირველ სემესტრში 2 საათია, მეორეში კი 1 საათი ხდება.
არჩევით საგნებს VII-VIII კლასებში თითო საათი ეთმობა, IX კლასში კი 1+1.
არჩევითი საგნებია:
I ხელოვნება: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა;
სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა);
დიზაინი - თანამედროვე ტექნოლოგიები;
მუსიკა: თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში მულტიმედია და მუსიკა გუნდი დრამა
II - ზუსტი საბუნებისმეტყველო მიმართულება და ტექნოლოგიები
რობოტექნიკა კოდირება (IX კლასი) ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები გარემოს მონიტორინგის საფუძვლები (ან VIII, ან IX კლასი).
ერთი სემესტრის განმავლობაში მოსწავლე/სკოლა არჩევითი საგნების ერთ-ერთი ბლოკიდან ირჩევს ერთ საგანს. IX კლასში სკოლა/მოსწავლე ან ერთი ბლოკიდან ირჩევს არჩევით საგანს და უთმობს 1 ან 2 საათს, ან ირჩევს ორივე ბლოკიდან და უთმობს თითო-თითო საათს. საბაზო საფეხურზე საგნების არჩევისას ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს ბლოკი.
მოსწავლეებისთვის საათების ჯამური რაოდენობა სამივე კლასში 33-33 საათია; საათობრივი ბადე კი ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.