როგორ გარემოში ჩააბარებთ გამოცდებს - ფოტოები საგამოცდო ცენტრებიდან
28-06-2021
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ქუთაისში გახსნილი საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა და მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

„საგამოცდო ცენტრები 2021 წლის გამოცდებისათვის ქუთაისის პირველ, მე-17 და 41-ე საჯარო სკოლებში იქნება მოწყობილი. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება, ყველა მათგანი სკოლების შენობაშია განთავსებული. ცენტრები აღჭურვილია გაგრილების სისტემით, ვიდეოთვალითა და კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა ატრიბუტიკით (დეზობარიერები, ინსტრუქციები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები და სხვ.)“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით პირველ ივლისს იწყება. 

დაათვალიერეთ საგამოცდო ცენტრების შიდა სივრცეები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203