ბათუმის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები თემატურ ღონისძიებაზე მიმოიხილეს
08-01-2018
ბათუმის N17 საჯარო სკოლაში ახალი, 2018 წლის დადგომამდე მოსწავლეებმა თემატური ზეიმი სახელწოდებით „როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში" გამართეს.
ღონისძიების ორგანიზატორი მე-7ბ კლასის დამრიგებელი დონარი დედოფალიძე იყო.
საინტერესო თემითა და ინფორმაციებით დატვირთულმა საახალწლო ზეიმმა საინტერესოდ ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.