აბიტურიენტების ნაწილი უმაღლესში ნედლი ქულით ჩაირიცხება და მათი ქულები არ გათანაბრდება
29-06-2021

დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება - აღნიშნულს ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. 

როგორც იცით, თითოეულ გამოცდაში აბიტურიენტი იღებს ქულას, რომელსაც ნედლ ქულა ეწოდება. თუ გამოცდის დროს ტესტის რამდენიმე ვარიანტი იყო გამოყენებული, მაშინ ხდება ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ყოველი აბიტურიენტი იღებს გათანაბრებულ ქულას. თუმცა, 28 ივნისის ბრძანების მიხედვით დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმოწერილ დოკუმენტში, აღნიშნულია, რომ აბიტურიენტებსა და მაგისტრობის გამოცდაზე გამსვლელებს საშუალება ეძლევათ დამატებით საგამოცდო სესიაზე მივიდნენ, თუ გამოცდის წინა დღე-ღამის განმავლობაში ჯანმრთელობის გამო სტაციონარში იმყოფებოდნენ, ოჯახის წევრი გარდაეცვალათ ან უცხო ქვეყანაში სპორტულ ტურნირში იღებდნენ მონაწილეობას.

იხილეთ ასევე:

წელს პირველად, გამოცდებზე გამოუცხადებლობა აპლიკანტს საპატიოდ კიდევ 3 მიზეზით ჩაეთვლება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203