მარიამ მაღრაძის საინტერესო მოგზაურობა ბაკურიანში - განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში ლეღვანის სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა
08-01-2018
ლეღვანის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, მარიამ მაღრაძე, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, დაბა ბაკურიანში იმყოფებოდა. 

პროექტში საქართველოს ყველა რეგიონის სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას და მათ შორის იყვნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებიც. 

მარიამ მაღრაძის თქმით, ბაკურიანში მონაწილეებისთვის უამრავი საინტერესო ღონისძიება, საგაკვეთილო პროცესი ჩატარდა და ამასთან ერთად მოზარდებმა თხილამურებით სრიალი, ციგაობა, გუნდაობა და დასვენებაც მოახერხეს. 

რეგიონის სხვადასხვა კუთხის მოსწავლეებმა ერთმანეთი გაიცნეს. 

ლეღვანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესუსცენტრს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203