„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ 1 წლის განმავლობაში ბორჯომის მერიისგან 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს
29-06-2021

„ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ 1 წლის განმავლობაში ბორჯომის მერიისგან 150-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გიორგი მაისურაძე დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა, მან ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში 77 ქულა დააგროვა და „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტელექტ-ჩემპიონატზე მეორე ადგილი ტაძრისის საჯარო სკოლის 11-ე კლასელის მოსწავლემ რუსუდან ჩუტკერაშვილმა მოიპოვა, მან 76 ქულა დააგროვა.

მესამე ადგილზე ბორჯომის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გუკა ხუჯაძე, 75 ქულით გავიდა.

მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა და „ეტალონი მოსწავლის“ კლასი ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში მიიწვია, სადაც ბაკურიანის საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები „ეტალონ მოსწავლესთან“ ერთად სასურველ ატრაქციონებზე გართობას უფასოდ შეძლებენ.

დავით ზაალიშვილი წარმატებულ მოსწავლეებს ბორჯომის მერიის იმ პროგრამებზე ესაუბრა, რაც ახალგაზრდების წახალისების კუთხით ხორციელდება.

„საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, ბორჯომელი მოსწავლეებისთვის 18 ივნისს დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებს, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეეძლო.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება იყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203