ვის შეუძლია გამოცდაზე გასვლა და ვის - არა: „ნაეკი“ ინფორმაციას ყოველდღიურად გამოითხოვს
30-06-2021

იზოლაციისა და კარანტინის წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით - „ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირი (შემდგომში – გამოსაცდელი), რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19-ის ინფექცია, უფლებამოსილი არ არის, გამოცდაზე გავიდეს დიაგნოზის დადასტურებიდან 14-დღიანი ვადის გასვლამდე“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, პირის კოვიდინფიცირების შესახებ ინფრომაციას აწვდის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თუმცა კონფიდენციალობა მაქსიმალურად დაცულია და ნაეკს უფლება აქვს, ცენტრისგან ყოველდღიურად გამოითხოვოს ინფორმაცია, ვის დაუდასტურდა კოვიდი გამოცდამდე:

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ყოველდღიურად დაცული ფორმით მიიღოს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან ინფორმაცია, რომელ გამოსაცდელს დაუდასტურდა COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 14 დღის განმავლობაში“. 

ცვლილება ეხება საკარანტინე სივრცეში მყოფ აპლიკანტებსაც - მათ გამოცდამდე 72 საათით ადრე პჯრ-ტესტი უნდა ჩაიტარონ და გამოცდაზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოცხადდებიან. 

„თუ საკარანტინე სივრცეში მყოფი გამოსაცდელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართავს გამოცდაზე დაშვების მოთხოვნით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია, ურთიერთშეთანხმებული, დაცული ფორმატით, მიაწოდოს გამოსაცდელის თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი) ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც ასევე შეთანხმებული, დაცული ფორმატით გასცემს შესაბამის ინფორმაციას“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203