ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ზეიმზე ყველას ბედნიერი შობა და ახალი წელი უსურვეს
09-01-2018
ილო მოსაშვილის სახელობის, ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქრისტესშობის დღესასწაული საშობაო ღონისძიებით აღნიშნეს.

მხიარულ საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობა, როგორც უფროსკლასელებმა, ასევე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. საღამო მუსიკალური ნომრებითა და ცეკვებით იყო გაჯერებული. 

ღონისძიებას მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ყველას ბედნიერი შობა და ახალი წელი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203