ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გამოცდაზე რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო და 9 საათზე დასრულდა. რეგისტრაციის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ტესტზე მუშაობენ. გამოცდა 13 საათზე დასრულდება.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 25 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.
ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან, პანდემიის გამო წელს დამატებითი წესები მოქმედებს. საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.
აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან საკუთარ მაგიდასთან განთავსებამდე უნდა ეკეთოთ. კონდიციონერი ოთახებში 30 გარდუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება.
აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან დაწყებული მთელი ტესტირების განმავლობაში უნდა ეკეთოთ. კონდიციონერი ოთახებში 30 გრადუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება.
იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:
1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;
12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები.