საგამოცდო ცენტრში ორი აბიტურიენტი დაგვიანებით გამოცხადდა, ერთი შეუშვეს, მეორე - არა
01-07-2021
175-ე საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ორმა აპლიკანტმა დაიგვიანა. ერთი აპლიკანტი 2 წუთის დაგვიანებით მივიდა, მეორე - ცხრა წუთის.
ორი წუთის დაგვიანებით მისული აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში შეუშვეს, ხოლო მეორე აპლიკანტს უარი უთხრეს. მან ცხრა წუთი დაიგვიანა და როგორც etaloni.ge-სთან განაცხადა, სამსახურის გამო ვერ მოახერხა დროულად მოსვლა.
აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ტესტის წერა აპლიკანტებმა 9:00 საათზე დაიწყეს.