„გამზრდელი“ და არგუმენტირებული ესე ბუნებრივ რესურსებზე - ეროვნული გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი გამოვიდა 
01-07-2021

ქართულის ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან პირველი აბიტურიენტი გამოვიდა. „ეტალონმა“ აპლიკანტი  მუხიანში მდებარე 175-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრში ჩაწერა.

„აკაკი წერეთლის „გამზრდელიდან“ მოვიდა ნაწყვეტი და ეს დავწერე. არგუმენტირებული ესე იყო, ბუნებრივი რესურსების და მათი გონივრული გამოყენების შესახებ. უცხო ტექსტი ინანიშვილის ერთ-ერთი ნაწარმოები იყო, არ წამიკითხავს, სიმართლე გითხრათ და სახელი არ მახოვს. ნამდვილად არ გამჭირვებია და იმედი მაქვს კარგ ქულას ავიღებ“ - გვითხრა 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე შემდეგი საკითხები შეხვდათ აბიტურიენტებს: აკაკი წერეთლის „გამზრდელი“, რევაზ ინანიშვილის „ჩვიდმეტი წლისანი“, არგუმენტირებული ესე ბუნებრივ რესურსებსა და მათ სწორად გამოყენებაზე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203