შოთა უგრეხელიძე - ლანჩხუთელი ფეხბურთელის წარმატებული კარიერის დასაწყისი მილანის საფეხბურთო კლუბში
10-01-2018
9 იანვარი წარმატებული ლანჩხუთელი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე გახდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი შოთიკო უგრეხელიძე მილანის ახალგაზრდული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. 

მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ინფორმაცია Etaloni.ge-ს ფეხბურთელის დეიდამ, ჯუგაანის სკოლის დირექტორმა, მარიამ ბოლაშვილმა შეატყობინა. მისი თქმით, ფეხბურთისადმი სიყვარული მათ ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემა. შოთას ბიძა, წლების განმავლობაში კიევის „დინამოში“ წარმატებული და უცვლელი მოთამაშე იყო. სწორედ ჯუგაანის სკოლა დაამთავრა შოთა უგრეხელიძემაც. 

შოთა უგრეხელიძე თბილისში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ჯერ კიდევ პატარა ასაკში დაიწყო. დაახლოებით 7-8 წლის შოთა ლანჩხუთის „გურიაში“ ჩაირიცხა. მამის გარდაცვალების გამო საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ჯერ დეიდასთან სიღნაღში გადავიდა, სადაც განათლება მიიღო, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა, სადაც ფეხბურთის თამაში აქტიურად გააგრძელა. შოთა თბილისის N35 სკოლის გუნდში თამაშობდა. 

ამ გზამ შოთა უგრეხელიძე მილანის ახალგაზრდულ ნაკრებამდე მიიყვანა. დედასთან იტალიაში გადასვლის შემდეგ მას ფეხბურთის თამაში არ შეუწყვიტავს და ახლა ის მილანის ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე ოფიციალურად ირიცხება.  

ჯუგაანის საჯარო სკოლა წარმატებას უსურვებს შოთას მსოფლიოს დიდ ფეხბურთში.

შოთა უგრეხელიძე ფოტოზე ქვედა რიგში მარცხნიდან მეორეა. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203