დემოკრატიის თემაზე ჩატარებული პრეზენტაცია სიქთარვის სკოლაში, მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ჩატარდა
10-01-2018
დემოკრატიის თემაზე ჩატარებულმა პრეზენტაციამ „დემოკრატია და დემოკრატიული საზოგადოება“ სიქთარვის საჯარო სკოლაში საინტერესოდ ჩაიარა.  სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად გაიზიარეს ყველა აქტივობა და პრეზენტაციაში აქტიურად ჩაერთვნენ. 

პასუხისმგებლობით გაუძღვნენ პრეზენტაციას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ანა ბუბაშვილი და ლანა კვატაია. სამ ჯგუფად დაყოფილმა მოზარდებმა ბევრი იმსჯელეს და სიღრმისეულად შეეცადნენ გაეაზრებინათ დემოკრატიისა და დემოკრატიული საზოგადოების ცნება. 

მსგავსი, საინტერესო თემატიკის პრეზენტაციები მომავალშიც გაგრძელდება. პროექტში ჩართულ აქტიურ მონაწილეებს და სპეციალური სიგელები გადაეცემა

იხილეთ ფოტოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203