მიხეილ ჩხენკელი უწყებათაშორის საბჭოს უხელმძღვანელებს - პრემიერის ბრძანება
02-07-2021

2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს დებულება დამტკიცდა, რომელიც ითვალისწინებს 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, გეგმის შესრულების კოორდინაციის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს. ბრძანებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. პრემიერის გადაწყვეტილებით, საბჭო შემდეგი შემდეგენლობით დაკომპლექტდა:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - საბჭოს თავმჯდომარე;
  2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  13. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე - საბჭოს წევრი;
  14. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - საბჭოს წევრი;
  15. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი - საბჭოს წევრი;
  16. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - საბჭოს მდივანი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203