„ექიმთან ჩავედი, რომ დამამშვიდებელი მოეცა“ - საგამოცდო გარემო და საკითხები, რომლებიც ქართულის გამოცდის მეორე სესიაზე მოვიდა
01-07-2021

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოდიან და საგამოცდო საკითხებთან ერთად, ცენტრში არსებულ გარემოსა და პირბადით გამოცდის წერის სირთულეებზეც გვესაუბრებიან.

„არგუმენტირებული ესე ეხებოდა, ლიტერატურის როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში. თემა ერთი ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ იყო. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, თუმცა ყველაფერი დავწერე“ - გვითხრა 177- საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.

„ზუსტად არ მახსოვს ესეს სათაური, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, როგორ მოქმედებს ადამიანის გონების განვითარებაზე ლიტერატურა, ამაზე უნდა გემსჯელა. თემები ერთი „ბახტრიონი“ იყო, მეორე გეგეშიძის „შურისძიება“. რედაქტირება ნინო ყიფიანის ბიოგრაფიაზე იყო.

გამოცდას რთულად ნამდვილად ვერ შევაფასებ, მაგრამ ოთახში საკმაოდ ცხელოდა. კონდენციონერი ჩართული იყო, მაგრამ ძალიან დაბალზე და მაინც ცხელოდა. პირბადით წერა ძალიან გამიჭირდა, რადგან ზოგადად ვერ ვსუნთქავ ნორმალურად. ექიმთანაც ჩავედი, რომ გულისთვის დამამშვიდებლად რამე მოეცა. ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ“,- გვითხრა აპლიკანტმა.

„ყველაზე რთული მაინც პირბადით ჯდომა და ისე მუშაობა იყო. საკითხები არ გამჭირვებია, უბრალოდ პირბადით ყოფნა ამდენი ხანი ძალიან რთული იყო. ჩემს საგამოცდო ოთახში კონდიციონერი ჩართული იყო და სიცხეს არ შევუწუხებივარ“,- გვითხრა აბიტურიენტმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203