ვანის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტში „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ მიიღეს მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით პედაგოგებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მასწავლებლებს“ დაიწყო და მას ქვეყნის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებთან ერთად ვანის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განათლების სფეროში მომუშავე სექტორის წარმომადგენლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე ისაუბრეს. მსჯელობა გაიმართა დამამთავრებელ გამოცდებზე, სახელმძღვანელოებზე, მშობლებთან კომუნიკაციასა და სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
ვანის მეორე საჯარო სკოლის პედკოლექტივი მიიჩნევს, რომ დიალოგი განათლების მინისტრსა და პედაგოგებს შორის აუცილებელია და შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები