30-მდე აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მესამე ვარიანტზე კოვიდინფექციის გამო არ გამოცხადდა
02-07-2021
2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 30-მდე აბიტურიენტი კორონავირუსისი დადასტურების გამო ვერ გავიდა, - აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდებია ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

კოვიდინფიცირებული აბიტურიენტები გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ. გორგოძემ გამოცდის პირველი დღის სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „გუშინ გამოცდებზე 94% გამოცხადდა და დაგვიანების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ გვქონია“,- აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ინფექციის დადასტურების გამო გუშინ გამოცდებზე 20-მდე აპლიკანტი არ გასულა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203