ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით, მაძიებლის პროგრამის შეფასების გასაჩივრების ვადა დადგინდა - საპრეტენზიო განაცხადის ფორმა
მაძიებელ მასწავლებლებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებთ მაძიებლის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსის შედეგები, საჩივრის დაწერა 5 ივლისიდან შეეძლებათ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის ბრძანებით დამტკიცდა, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგების საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის ვადები.
საპრეტენზიო განაცხადის მასწავლებლის სახლში წარდგენისთვის დრო
2021 წლის 5 ივლისიდან - 26 ივლისის ჩათვლით ექნებათ.
ჩამოტვირთეთ საპრეტენზიო განაცხადის ფორმა