წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.