ადამიანის უფლებების დაცვა და კამპანია ძალადობის წინააღმდეგ - ყოროლისთავის სკოლის პრიორიტეტული აქტივობები
11-01-2018
ყოროლისთავის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სწორედ ამ კუთხით სკოლაში დაფუძნებული სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის იმედი“ ბევრ სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. 

კლუბის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს მოეწყო პრეზენტაცია „ადამიანის უფლებების“ შესახებ და გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  ქვეყანაში და ზოგადად საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. 

ამასთან ერთად კამპანია „არა ძალადობას“ ფარგლებში კლუბმა ოჯახში, სკოლასა და ქუჩაში გავრცელებულ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე ისაუბრა, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა და მოსწავლეებთან ერთად საინტერესო დისკუსია გამართა. 

ორივე პრეზენტაციამ მოსწავლეების განსაკუთრებული ჩართულობითა და აქტიურობით ჩაიარა. 


იხილეთ ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203