სკოლებს 5 ივლისს ქართულისა და მათემატიკის ტესტების პასუხები დაეგზავნებათ - „შეფასება განვითარებისთვის“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა, სკოლებისთვის ახალ პროექტის „შეფასება განვითარებისთვის“ ფარგლებში, მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირება ჩაატარა ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).ესაა საპილოტე პროექტი, რომელიც ახლა ინერგება და როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, ინფორმაცია საჯარო არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, ზედმეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს, თუმცა
Etaloni.ge-მ კულუარულად გაარკვია, რომ ტესტირების პასუხები სკოლებს ორშაბათს, 5 ივლისს დაეგზავნებათ.