ფარავნის ტბაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
შემთხვევა, გუშინ, საღამოს მოხდა. დაღუპული სოფელ ფოკას მკვიდრია. 17 წლის ბიჭის ცხედარი ტბიდან მაშველებმა ამოასვენეს.
შსს-ში ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.