როგორი იქნება სკოლის ატესტატი მომავალი წლიდან - დოკუმენტის ახალი სტანდარტი ცნობილია
05-07-2021

ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმები 2022 წლიდან შეიცვლება.

2 ივლისს მიღებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს, დეტალურად არის განმარტებული, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატისა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები.

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) დამზადდეს A4 ფორმატის, არანაკლებ 120გრ/მ2  წყლისნიშნიან ქაღალდზე;

ბ) დოკუმენტის სახიან მხარეზე მთლიანი ზედაპირი დაფარული იყოს დამცავი (გილოშერული) ბადით შუაგულში ორნამენტის კონტურით;

გ) შეიცავდეს მცირე სახელმწიფო გერბს;

დ) დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სრული იურიდიული დასახელება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 7-ნიშნა ციფრით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციალები – „სემგს“;

ე) სერიისა და ნომრის გამოსახულება ულტრაიისფერი სხივების ქვეშ გამოსცემდეს ლუმინესცენციას;

ვ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის  ტექსტი, გარდა სათაურისა, იბეჭდება შავ ფერში, ხოლო სათაური იბეჭდება ლურჯ ფერში;

ზ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი იბეჭდება თეთრ ფონზე – C:93 M:54 Y:6 K:0 ჩარჩო;

თ) დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება (ქართულად და ინგლისურად) თეთრ ფერში.

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატი უნდა შეიცავდეს:

ა) მოსწავლის სახელს (ქართულად  და ინგლისურად);

ბ) მოსწავლის გვარს (ქართულად და ინგლისურად);

გ) მოსწავლის დაბადების თარიღს (ქართულად და ინგლისურად);

დ) მოსწავლის პირად ნომერს, თუ დოკუმენტის მოთხოვნის მომენტში მას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს პირადი ნომერი (ქართულად და ინგლისურად);

ე) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს (ქართულად და ინგლისურად);

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ იურიდიულ დასახელებას ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის დასრულების წელს  არსებული მდგომარეობით (ქართულად და ინგლისურად);

ზ) დოკუმენტის დაბეჭდვის თარიღს (ქართულად და ინგლისურად);

თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელსა და გვარს (ქართულად და ინგლისურად);

ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გენერირებულ ხელმოწერას;

კ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერირებულ ბეჭედს.

საბაზო და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის შედგენისას ივსება წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ფორმა, რომელსაც დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“ (ქართულად და ინგლისურად).

იხილეთ, სახელობო განათლების სერტიფიკატის დუბლიკატისა და საშუალო პროფესიული განათლების დიპლომის დუბლიკატის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ბმულზე

იხილეთ, როგორი იქნება სრული და ზოგადი ატესტატი მომავალი წლიდან:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203