ბანოჯის სკოლის მოსწავლეები თექის დამუშავების ტექნიკას პრაქტიკული გაკვეთილების მეშვეობით ეცნობიან
11-01-2018
ბანოჯის სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმატებული პროექტის შრომითი უნარების განვითარების კურსის, „თექის სწავლება სკოლაში“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე სტუმრები აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონიტორინგის ჯგუფი იყო. ისინი თექაზე მუშაობის პროცესს ადგილზე დაესწრნენ და მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც დაათვალიერეს. მათ ასევე 2011-2017 წლებში სკოლაში მოქმედი რვა სხვადასხვა პროექტისა და მათი წარმომადგენლების სკოლასთან თანამშრომლობისა და სკოლის ჩართულობით დაგეგმილი ერთობლივი აქტივობების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს.

პროექტის ორგანიზატორი აკ. წერეთლის პროფესიორი თამარ მოსეშვილი, წყალტუბოს საკრებულოს ტავჯდომარე გ. ივანეიშვილი, რესურსცემტრის უფროსი მ. ჩხეტიანი, გამგებლის მოადგილე ზ. მაისურაძე , საკრებულოს წევრები თ. ნიჟარაძე. კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ სკოლის დირექტორის ნინო წილოსანის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.

ხელმძღვანლის დამოკიდებულებას საქმისადმი, თანამშრომლებისა და მოსწავლეების თუ მშობლების მიმართ ისეთ მცირეკონტიგენტიან სკოლაში, როგორიც ბანოჯის საჯარო სკოლაა მაქსიმალური შეფასება მიეცა. დაისახა ახალი გეგმები და ზრუნვა სკოლის ტერიტორიაზე სპორტული შენობის ასაგებად და გათბობის დასამონტაჟებლად.

სკოლის დირექციის თქმით, ისინი კმაყოფილებას ვერ მალავენ განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით და სკოლის დირექტორს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობას უხდიან.


იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203