სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა მასწავლებლებისთვის სავალდებულო ტრენინგები გრძელდება; ზოგს დაუკავშირდნენ და ესწრება, ზოგს ჯერ არ შეხმიანებიან, თუმცა ამჯერად, სხვა საკითხს გვინდა შევეხოთ - რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი სავალდებულო ტრენინგზე დასწრებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს?
როგორც გავარკვიეთ, ასეთ დროს მას პირდაპირი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს ტრენერთან, რომელიც ეცდება, სხვა ჯგუფში გადაამისამართოს და ყველანაირად შეუწყოს ხელი ტრენინგის გავლაში.
ზოგადად კი, პედაგოგები ვალდებულნი არიან, სავალდებულო ტრენინგების 70%-ს მაინც დაესწრონ, რის შემდეგაც მასწავლებლის სახლი გადასცემს სერტიფიკატს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მისი დასწრების მაჩვენებელი 70%-ზე ნაკლებია, მასწავლებლის სახლის სერტიფიკატი არ გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ Teams ავტომატურად აღრიცხავს პედაგოგების დასწრებას, ასე რომ, გამოდის, ტრენინგებზე მასწავლებლებსაც ეწერებათ „არები“.