საახალწლო კარნავალი - ბანოჯის საჯარო სკოლის ტრადიცია 2018 წლის ღონისძიებაზეც არ შეცვლილა
ტრადიციულად საახალწლო კარნავალით შეეგებნენ ახალი 2018 წლის დადგომას ბანოჯის საჯარო სკოლაში.
ამჯერად დაწყებითი კლასის მოსწავლეების, მასწავლებლების და უფროს კლასელების ერთობლივი ღონისძიება, დაწყებითი კლასის მოსწავლეების და მასწავლებლების ლელა ჩოგოვაძის, თამარ ღამბაშიძის, მირანდა ყურაშვილის, ლონდა ღაღანიძის და უფროს კლასელების ხელმძღვანელი მაკა ტყაბლაძის ორგანიზებით ჩატარებულმა ღონისძიებამ შეცვალა.
ახალი წლის დღესასწაულთან ერთად სკოლა მსოფლიოში გავრცელებულ ცნობილ საახალწლო თამაშშიც ჩაერთო და ე.წ. „საიდუმლო სანტა“ ითამაშა. თამაშში როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ახალი იმედებით და ახალი დაპირებებით მიულოცა 2018 წელი. ნინო წილოსანმა დამსწრე საზოგადოებას ჯანსაღი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა პროფესიული და საზოგადოებრივი მიმართულებით.
იხილეთ ფოტოები