შვილად აყვანის მსურველებისთვის მოსამზადებელი კურსის გავლის წესი იცვლება და ბრძანებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
„ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პი/რის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის №01-75/ნ ბრძანებაში ცვლილებაა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მიხედვით, ტრენერისთვის გადასახდი შეადგენს 250 ლარს:
„ტრენერის ანაზღაურებას, რომელიც ერთი ტრენერისთვის შეადგენს 250 ლარს ერთი ნაკადისთვის (ჯგუფი) მოსამზადებელი კურსის სწავლების/ტრენინგის ჩატარებისთვის (ერთი ნაკადისთვის ტრენერთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს)“.
ხოლო ის მშობლები, ვინც პანდემიის გამო კურსის გავლა ვერ მოახერხა, ვალდებულნი არიან 2022 წლის 1 იანვრამდე პროგრამა გაიარონ:
„2018 წლის 1 იანვრამდე რეესტრში რეგისტრირებულმა მშვილებელმა, რომელმაც, ქვეყანაში არსებული COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ან/და სხვა ობიექტური გარემოების გამო, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ ვადამდე ვერ გაიარა მოსამზადებელი კურსი, მოსამზადებელი კურსი უნდა გაიარონ დადგენილი პირობებით, არაუგვიანეს 2022 წლის 1 იანვრისა“.