„პროფესიული კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია“ - უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე
07-07-2021
რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა კოვიდპანდემიის დროს? რას ურჩევს გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რას ფიქრობს პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკზე? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე გვესაუბრება:

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- რაც შეეხება კოვიდ პანდემიის პერიოდში მუშაობას, რაც შემეძლო ყველანაირად ვცდილობდი, რომ მემუშავა და არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, ზედმიწევნით ვიცავდით რეგულაციებს. აკადემიური მოსწრებაც ძალიან კარგი გავაქვს ამ წელს.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში ?

- ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო პროცესში, უფრო მეტად არიან გააქტიურებულები.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- ყველა პედაგოგს ვურჩევ, აუცილებლად გავიდნენ გამოცდაზე და დაამტკიცონ თავიანთი ცოდნა. აუცილებელია პროფესიული კომპეტენციის დადასტურება.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- თუ მაგალითად, 16 სექტემბერს უსრულდება ბავშვს 6 წელი, კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ და ბავშვს ნუ დავტოვებთ მთელი წელი გარეთ. ეს არის ჩემი და მთელი სკოლის თხოვნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203