„აუცილებელია მასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დადასტურება“ - ნატო ჩახუნაშვილი, ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი
ვანის მუნიციპალიტეტის, ციხესულორის საჯარო სკოლია დირექტორი ნატო ჩახუნაშვილი სასწავლო წელს etaloni.ge-სთან აჯამებს. რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას ნატო ჩახუნაშვილი ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ, როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?- შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ გამოწვევებთან გამკლავება, მცირეკონტიგენტიანია ჩემი სკოლა და ამიტომ დიდ სირთულეებთან არ გვქონია საქმე.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?- მშობლების ჩართულობა გაიზარდა იმასთან დაკავშირებით, რომ დისტანციური სწავლების დროს არ ჩამორჩენოდა ბავშვი სასკოლო მასალას, უფრო მეტად აკონტროლებდნენ, არ გაეცდინათ ონლაინ-გაკვეთილი ბავშვებს და ამან გარკვეულ შედეგებზ გაგვიყვანა.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?- საჭირო კი არა, აუცილებელია მასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დადასტურება. რჩევას მივცემდი იმას რომ მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს და არა საკუთარ თავს, გამოცდაზე არ ინერვიულონ და მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?- ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, 16, 17, 18 სექტემბერს დაბადებული ბავშვები გარეთ რჩებიან, ოქტომბერში დაბადებულებსაც უნდათ სკოლაში შემოსვლა, ახალ წლამდეც რომ იყო გადაწეული და ჰქონდეთ ბავშვებს სკოლაში მისვლის უფლება, კარგი იქნებოდა.