ვანის მეორე საჯარო სკოლა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2017-2018 წლის ნახევარფინალშია
13-01-2018
ვანის მეორე საჯარო სკოლისთვის ახალი 2018 წელი წარმატებით დაიწყო. სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2017-2018 წლის ნახევარფინალშია. 

კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით ნახევარფინალში 20 გუნდი გადავიდა. სწორედ მათ შორისაა ვანის მეორე საჯარო სკოლა. 

ვანის მეორე საჯარო სკოლა მადლობას უხდის გუნდის თითოეულ წევრს: ნიკა ძიგვაშვილს,ლუკა ყურაშვილს,ქრისიტინე გოგორიშვილს,ლაშა სოხანეიშვილს,გიორგი გოგიბერიძეს.მასწავლებელს ქალბატონ მარინე ლორთქიფანიძეს და ბატონ მიხეილ კოტიშაძეს. 

„გვინდა რომ ეს ჩვენ წარმატება გაგრძელდეს და ჩვენმა პატარა ფიზიკოსებმა თავინათი სიტყვა თქვან.ჩვენ ვფიქრობთ,რომ ეს არ არის მხოლოდ სკოლის გამარჯვება,ეს ჩვენი პატარა რაიონის გამარჯვებაა. წარმატებები და წინსვლა ამ დიდ საქმეში.“ - ნათქვამია ვანის მეორე საჯარო სკოლის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203