კორონავირუსის გამო ეროვნულ გამოცდებზე 140-მდე აბიტურიენტი ვერ გამოცხადდა
07-07-2021

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო გამოცდაზე 30-მდე აბიტურიენტი არ მისულა. 

„დღევანდელ სესიებზე განაწილებულებიდან გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა 8 გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო დღეს არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი. მათთვის გამოცდა მოგვიანებით დაინიშნება.

აბიტურიენტები ხვალ გერმანული და ინგლისური ენების გამოცდას ჩააბარებენ“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ წინა დღეების სტატისტიკის მიხედვით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1 ივლისიდან დღემდე კოვიდ-19-ის ვირუსის გამო, 140-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადებულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203