ბანოჯის სკოლაში შიდა დაკვირვების გაკვეთილები მოსწავლეების მაღალი აქტიურობით დასრულდა
14-01-2018
ბანოჯის სკოლაში შიდა დაკვირვების გაკვეთილები მოსწავლეების მაღალი აქტიურობით დასრულდა. 

შიდა დაკვირვების გაკვეთილები პირველი სემესტრის მეორე ნახევარში მიმდინარეობდა და მასში მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც დიდი მონდომებით და მოტივაციით იყვნენ ჩართული. 

სქემაში ჩართული პედაგოგები: ნინო წილოსანი, ქეთევან აფხაძე, ლალი ღიბრაძე, ნათია ბენდელიანი, თამარ ღამბაშიძე, ლელა ჩოგოვაძე და მაკა ტყაბლაძე სკოლაში შეფასების ჯგუფთან შეთანხმებით გეგმის შესაბამისად ატარებდნენ შიდა დაკვირვების გაკვეთილებს.

გაკვეთილები იყო მეტ-ნაკლებად ინტერაქტიული, მაღალი მოტივაციითა და ჩართულობით. გამონაკლისი არც პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის კუთხით IX კლასში ჩატარებული გაკვეთილი დარჩა. (პედაგოგი მაია ჭოლაძე).  

სკოლის დირექცია აღნიშნავს,რომ ისინი პედაგოგთა და მოსწავლეთა ჯანსაღი თანამშრომლობით, კულტურითა და მაღალი პროფესიონალიზმით კმაყოფილები არიან. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203