მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესში ცვლილება შევიდა; ბრძანებას ხელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს და დოკუმენტს 2 ახალი პუნქტი დაემატა:
21.მასწავლებლობის მაძიებელი, მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიან (ინტენსიურ) პროგრამაზე რეგისტრაციის შემდეგ, ამ პროგრამაზე რეგისტრაციიდან არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში, პირადი განცხადების საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული იგივე შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, უფლებამოსილია დარეგისტრირდეს (გადავიდეს) მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე.
22. ამ მუხლის 21 პუნქტის საფუძველზე მასწავლებლობის მაძიებლის მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის გრძელვადიან პროგრამაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, მასწავლებლობის მაძიებელი თავისუფლდება იმ აქტივობებისაგან, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლობის მოკლევადიანი (ინტენსიური) პროგრამის ფარგლებში დადებითად არის შეფასებული“.