მესტიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი, ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ჩაუტარდათ.
ხელოვნების გაკვეთილი, ხატვა პლენერზე, პედაგოგი რუსუდან ნავერიანის ინიციატივით ჩატარდა.
მათ სხვადასხვა ფერის ფანქრებით, მათთვის სასურველი ნახატები შექმნეს.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მსგავსი ტიპის გაკვეთილები მათთვის ძალიან სახალისო და ამავე დროს სასარგებლოცაა.