აწყურის საჯარო სკოლაში ახალი წლის დადგომა ღია ცის ქვეშ, კარნავალით აღნიშნეს
15-01-2018
აწყურის საჯარო სკოლის საახალწლო კარნავალი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლემ ერთიანად მოამზადა. მოზარდებმა სპეციალურად კარნავალისთვის სხვადასხვა ნომერი მოიფიქრეს და საღამოს გალამაზებაზე იზრუნეს. 

კარნავალს წამყვანები ივანე ბიჭაშვილი და ქეთი ლაბაძე უძღვებოდნენ. თითოეულ მონაწილეს ჭონისძიების დასასრულს თოვლის ბაბუამ უზარმაზარი ტორტი მიართვა. მონაწილეების და დამსწრე საზოგადოების თქმით, სიუპრიზმა საკარნავალო განწყობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
 
საინტერესო და მხიარული საღამო ფეიერვერკით დასრულდა. 

აწყურის საჯარო სკოლა კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ, 2018 წელს და მადლობას უხდის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს შეტანილი წვლილისთვის.

სკოლამ განსაკუთრებული მადლობა ქეთევან ნაკაშიძესა და მაია კვირიკაშვილს გადაუხადა.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203