მასწავლებელთა სავალდებულო ტრენინგები გრძელდება და ისიც გარკვეულია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვთ ამ მხრივ პედაგოგებს სტატუსების მიხედვით; სხვათა შორის, ამის შესახებ, თავის დროზე, Etaloni.ge-სთან ინტერვიუში ბერიკა შუკაკიძემაც ისაუბრა და ისიც დააკონკრეტა, უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელს რამდენსაათიანი ტრენინგის გავლის ვალდებულება აქვს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„თუ მასწავლებელი ბედნიერია იმ სტატუსით, რაც აქვს, მაშინ წლის განმავლობაში უფროსი 20-ს, წამყვანი 12-ს და მენტორი 8-ს საათს, პროფესიულ განვითარებას გაივლის, რათა არ მოდუნდეს და არ ჩამორჩეს სისტემას... ვიმეორებ - ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება, ამიტომ, პედაგოგს შეეძლება ღიად აღიაროს, რაშიც აქვს გამოწვევა და ისურვებდა განვითარებას; ჩხუბითა და დავიდარაბით კი არა, ეს საქმე გამოვა თანამშრომლობით. სკოლამ და სასკოლო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს თავის მოვლა და პატრონობა“!