„3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს“ - ამირან გამყრელიძე მოზარდების ვაქცინაციაზე საუბრობს
09-07-2021
ჯერ 12-15 წლის მოზარდების აცრაზეა საუბარი, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისიც განმარტა, რომ ჯერჯერობით, ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა არ იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდების აცრაზე.

„ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა ჯერჯერობით არ იგეგმება. არც ერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კი აღნიშნა, რომ შეიკრიბება კომისია: „ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და კომისია, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესსა თუ კალენდართან დაკავშირებით“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203