„თქვენ რა, ხელფასისთვის ასწავლით?!“ - შვებულების თანხის აღებამდე მასწავლებლები ხუმრობენ
12-07-2021

სასწავლო წელი დასრულდა და მასწავლებლებიც კუთვნილ შვებულებაში არიან, თუმცა, როგორც ირკვევა, შვებულების ანაზღაურება პედაგოგების ნაწილს ჯერ არ დარიცხვია. Etaloni.ge განათლების სამინისტროს ინფრომაციის საფუძველზე, უკვე წერდა, რომ თანხას 15 ივლისამდე მიიღებენ და სანამ მასწავლებლებს შვებულების ანაზღაურება დაერიცხებათ, სოციალურ ქსელში უკვე ხუმრობენ - რაც გვიან დაგვერიცხება, მით გვიან დავხარჯავთ ფულსო.

რა, რა და, იუმორი ნამდვილად გადაგვარჩენს, ჩვენ კი გთავაზობთ პედაგოგების სახალისო კომენტარებს. ვიდრე შვებულების თანხას დაგირიცხავენ, მანამდე ერთად გავიღიმოთ:

„საშვებულებო თანხა პედაგოგებს შვებულებაში გასვლამდე თუ არა, გასვლისთანავე უნდა დაერიცხოთ, მაგრამ? რას ფიქრობს პროფკავშირი“?!

„ზრუნავენ, რომ უცებ არ დავხარჯოთ და მიგვყვეს სექტემბრამდე“.

„დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ კერძო სკოლების მასწავლებლებს ზაფხულში სულ არ გვერიცხება ხელფასი“...

„წელს ზაფხული არააო და ხელფასიც არ იქნებაო. სახალისო ტრენინგებით გაიქვითება“.

„თვეში საათების რაოდენობის მიხედვით რომ გვიხდიდნენ, რას გავიხარებდით“...

„თქვენ რა, ხელფასისთვის ასწავლით“?!

„მე უკვე აღარ ველოდები, ჩემმა მევალეებმა იკითხონ“...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203