ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლამ ახალი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნა
განახლების საჯარო სკოლაში ახალი წლის დადგომა ხალხმრავლობით და საინტერესო ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები შესთავაზეს. იყო ქართული და საერთაშორისო ცეკვები, სიმღერები, ლექსები და სახალისო თეატრალიზებული დადგმები.
თითოეულ მონაწილეს საახალწლო ღონისძიების დასასრულს საჩუქრები და ტკბილეული გადაეცა.
იხილეთ ფოტოები