პედიატრიული საწოლები გადატვირთულია, ბავშვებში კოვიდინფიცირების მაჩვენებელი იმატებს - თამარ გაბუნია
ბავშვებში ინფექციის მაჩვენებელი გაზრდილია - აღნიშნულის შესახებ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.„მინდა, აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ ჩვენ 2-3 დღის განმავლობაში მოგვიწია პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის მაღალ მაჩვენებელზე.
თბილისში მობილიზებულია 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე-მესამე ტალღის დროს იყო დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ დაგვჭირდა საწოლების დამატება, რაც ნიშნავს, რომ რისკები იზრდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
იხილეთ ასევე:
„ყველა მასწავლებელი ორჯერადად აიცრას, რათა არ გადასდონ ვირუსი ბავშვს“ - ამირან გამყრელიძე