გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით თამარიანის მე-3 კლასის დამრიგებელმა, ნინო გოგოლაძემ საინტერესო ღონისძიება „მე დედა“ ჩაატარა. ღონისძიება დედისა და ქალთა დღესასწაულებს მიეძღვნა.
საინტერესო ღონისძიებაში მონაწილეობა ბავშვებთან ერთად მშობლებმაც მიიღეს. ბავშვებმა მხატვრული კითხვა, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები საინტერესოდ წარმოაჩინეს.
სკოლისა დირექტორმა, მაია მაძღარაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილე მშობლებსა და ბავშვებს მადლობა გადაუხადა და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.
იხილეთ ფოტოები